სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები საერთაშორისო ქსელური კვების ობიექტებში: გლობალური პრაქტიკა და ადგილობრივი გამოწვევები

ავტორები: მარიამ გონჯილაშვილი, გიორგი კეპულაძე

საკვანძო სიტყვები: სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები; საერთაშორისო ქსელური კვების ობიექტები; საერთაშორისო ბრენდები

J.E.L. Classification: D24, M16

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.30.13

ციტირებისათვის: გონჯილაშვილი მ., კეპულაძე გ., (2025). სურსათის უვნებლობის მართვის სისტემები საერთაშორისო ქსელური კვების ობიექტებში: გლობალური პრაქტიკა და ადგილობრივი გამოწვევები ეკონომიკური პროფილი, ტ. 20, 2(30), გვ. 158-169. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.30.13

ანოტაცია. მოცემული სტატია ეხება სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების თანამედროვე პრაქტიკებს საერთაშორისო ქსელური კვების ობიექტებში და მათ ადაპტაციას საქართველოში. გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო ბრენდების ხარჯზე კვების სექტორი განსაკუთრებული სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა, რაც მოითხოვს ხარისხის კონტროლის ეფექტურ სისტემებს და შესაბამისი რეგულაციების დაცვასა და დანერგვას. სტატია მოიცავს, საერთაშორისო სტანდარტების (HACCP) ანალიზს და მათი შესრულების და დანერგვის პროცესს საქართველოში მოქმედი ქსელური კვების ობიექტის მაგალითზე. კვლევის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს ავტორის პრაქტიკული გამოცდილება, ადგილობრივ ქსელური კვების ობიექტში, სადაც გარე ინსპექტორის მიერ განხორციელდა სურსათის რეგულარი უვნებლობის შემოწმება. გარე ინსპექტირების გეგმიური შემოწმების დროს გამოვლენილი ხარვეზები, როგორიცაა იატაკის შეცვლის აუცილებლობა და წყლის სისტემის პერიოდული ანალიზი, ნათლად უსვამს ხაზს ადგილობრივი რეალობის სპეციფიკასა და გამოწვევებს, რაც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან და რეგულაციების შესაბამისობის დაცვასთან. მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად გლობალური სტანდარტების არსებობისა, აღნიშნულ ქსელური კვების ობიექტების დანერგვისას თავს იჩენს მრავალი გამოწვევა, მათ შორის ფინანსური, ტექნიკური და ორგანიზაციული. აღნიშნულია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულაციების გამკაცრება ხელს უწყობს უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას, ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან სისტემის სრულყოფილი დანერგვა კვლავ რთული ამოცანაა. სტატია მიზნად ისახავს როგორც აკადემიური წრისთვის, ისე პრაქტიკოსებისთვის სამოქმედო რეკომენდაციების წარმოდგენას, რაც დაეხმარება სისტემის ეფექტურობის გაზრდასა და სურსათის უვნებლობის მართვის სრულყოფილი სტანდარტების შენარჩუნებაში.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Arnania-Kepuladze, T. & Kepuladze, G. (2023). Food Security Issues in Covid-19 Pandemic and its Particularities in Georgia, MEST Journal Vol. 11 No.2 pp. 12-21. DOI 10.12709/mest.11.11.02.02  https://mest.meste.org/MEST_Najava/XXII_Arnania.pdf
  2. Aziz, N. H. A., & Dahan, N. M. (2013). The implementation of HACCP in food service operations: A review. Food Control, 32(1), 81-87. https://doi.org/10.1016/j.foodcont.2012.12.018
  3. Fotopoulos, C., Psomas, E., & Kafetzopoulos, D. (2013). Critical factors for effective implementation of ISO 22000 in food manufacturing firms: Evidence from Greece. Food Control. https://doi.org/10.1016/j.foodcont.2013.02.004
  4. Jones, P., Comfort, D., & Hillier, D. (2020). Food safety management in international fast food chains: A global perspective. Journal of Foodservice Business Research. https://doi.org/10.1080/15378020.2020.1737124
  5. Mensah, L. D., & Julien, D. (2011). Food safety standards and international trade: Challenges for developing countries. International Journal of Food Microbiology. https://doi.org/10.1016/j.ijfoodmicro.2011.07.012
  6. NFA. (2023). Annual report on food safety standards in Georgia. Food Safety National Agency. Retrieved from https://nfa.gov.ge/
  7. Taylor, E. (2008). Barriers to food safety implementation in developing countries. Food Policy. https://doi.org/10.1016/j.foodpol.2008.08.002
  8. Luning, P. A., & Marcelis, W. J. (2021). Food safety management systems: Practical implementation challenges. Trends in Food Science & Technology. https://doi.org/10.1016/j.tifs.2020.12.015
  9. National Statistics Office of Georgia. (2023). Statistical data on the food service industry in Georgia. Retrieved from https://www.geostat.ge