„საინფორმაციო საზოგადოების“ განვითარების ზოგიერთი სტატისტიკური ასპექტები საქართველოში

ავტორები: ნაირა ვირსალაძე

საკვანძო სიტყვები: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; შინამეურნეობები; ინტერნეტი; ინფორმაცია; სახელმწიფო სერვისებზე წვდომა.

J.E.L. Classification: C1, O1

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.30.02

ციტირებისათვის: ვირსალაძე ნ., (2025) ,,საინფორმაციო საზოგადოების’’ განვითარების ზოგიერთი სტატისტიკური ასპექტები საქართველოში. ეკონომიკური პროფილი, ტ. 20, 2(30), გვ. 26-34. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.30.02

ანოტაცია. საზოგადოების პროგრესი და მისი გადასვლა ახალ თვისებრიობაში ყოველთვის იყო დაკავშირებული მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვასთან. ციფრული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო გამოგონებების სფეროში ტექნოლოგიური რევოლუციის ახალი ტალღა, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. შედეგად დასრულდა ინდუსტრიული ეპოქა და იგი პოსტინდუსტრიულ ,,საინფორმაციო საზოგადოებით’’ შეიცვალა. მნიშვნელოვანია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაში. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა ფართო გამოყენება ჰპოვა ჩვენი ქვეყნის შინამეურნეობების საქმიანობაში. მათი დახმარებით ისინი იღებენ მრავალმხრივ და მნიშვნელოვან ინფორმაციას. შინამეურნეობების მიერ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლიდან დაიწყო შინამეურნეობების გამოკვლევა. სტატიაში, ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია შინამეურნეობების კომპიუტერით უზრუნველყოფისა და ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებლები, ნაჩვენებია ამ სფეროში არსებული გამოწვევები და ავტორისეული მოსაზრებები მათი გადაჭრის გზებზე.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გელაშვილი ს. (2018) ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების გამოყენებისა და გლობალური ტექნოლოგიური პროგრესის ურთიერთკავშირი. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,გლობალიზაცია და ბიზნესი“, N
  2. გოგოხია ი., მაჭარაძე ნ., (2018) ციფრული უთანასწორობა ქართულ სოციუმში, ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი. N6. https://jyr.tsu.ge/public/uploads/sitepdf/02%E2%80%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90.pdf
  1. მიქაუტაძე გ., ჭულუხაძე  ტ., (2016). ახალი ინდუსტრიული რევოლუცია: საფრთხე თუ შესაძლებლობა? http://forbes.ge/news/1236/axali-industriuli-revolucia
  2. საქართველოში ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025-2030 წლების ეროვნული სტრატეგია (2025), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. https://www.economy.ge/uploads/files/2017/communications_information_and_modern_technologies/2024/strategy/dts_final.pdf
  3. შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები (2025), საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 02.09.2025 www.geostat.ge