პრივატიზაციის ტრანსფორმაციული პროცესები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში: სტრუქტურული ანალიზი და სისტემური შედეგები
ავტორები: თენგიზ ვერულავა
საკვანძო სიტყვები: პრივატიზაცია; ტრანსფორმაცია; ჯანმრთელობის დაცვა; სტრუქტურა
J.E.L. Classification: I18, H130
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.30.01
ციტირებისათვის: ვერულავა თ., (2025). პრივატიზაციის ტრანსფორმაციული პროცესები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში: სტრუქტურული ანალიზი და სისტემური შედეგები. ეკონომიკური პროფილი, ტ. 20, 2(30), გვ. 7–25. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.30.01
ანოტაცია. სტატია აფასებს ჯანდაცვის სისტემაში პრივატიზაციის პროცესს საქართველოში. პრივატიზაციის პროცესის ანალიზი განხორციელდა რიჩარდ სალტმანისა და ჰანს მაარსეს ტიპოლოგიების საფუძველზე, რომლებიც პრივატიზაციას რამდენიმე მიმართულებით აფასებენ: მფლობელობა, დაფინანსება, მომსახურების მიწოდება, მართვა და ინვესტიცია. იგი საშუალებას იძლევა სისტემურად განვიხილოთ სახელმწიფო და კერძო სექტორის როლის გადანაწილება. პრივატიზაციის სამი ძირითადი ეტაპი – 1990-იანი წლების მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე დაფუძნებული მცდელობები, „100 საავადმყოფოს“ რეფორმა და სადაზღვევო პრივატიზაცია – წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან საკუთრებისა და პასუხისმგებლობის ეტაპობრივ დელეგირებას კერძო სექტორისთვის. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვამ 2013 წელს სახელმწიფოს როლი კვლავ გაზარდა, რაც მეტწილად დაფინანსების სფეროში აისახა. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის დაფინანსების ზრდისა, სერვისების მიწოდება კვლავ კომერციული პროვაიდერების ხელშია, რაც სვამს კითხვებს თანასწორობასა და ხარისხზე. სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციის ეტაპობრივი ანალიზი და შეფასება სალტმანისა და მაარსეს კლასიკური ტიპოლოგიების საფუძველზე, რაც იძლევა სისტემურ წარმოდგენას, თუ როგორ იცვლებოდა სახელმწიფო და კერძო სექტორის ფუნქციები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ვერულავა თ, ჯორბენაძე ა. (2024). ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის განვითარება საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე. 1:107-123. URL:http://macne.org.ge/index.php/macne/article/view/143 (გადამოწმებულია: 11.09.2025)
- ვერულავა თ., ჯორბენაძე ა. (2022). ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა საქართველოში. ეკონომისტი. 18 (3):84-99
- ნაცვლიშვილი ბ., კაპანაძე, ნ., ჯაფარიძე, ს. (2022). ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაციის სოციალური შედეგები. ფრიდრიხ ებერტის ფონდი. თბილისი.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (2012). საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი. URL:https://docs.google.com/viewerng/viewer?url=https://transparency.ge/sites/default/files/tig_hospital_report_5_jul_final_geo.pdf (გადამოწმებულია: 11.09.2025)
- საქართველოს მთავრობა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეფორმის მაკოორდინირებელი სამთავრობო კომისიის სხდომა (15.01.2007).. URL:https://www.gov.ge/index.php?lang_id=eng&sec_id=131&info_id=839 (გადამოწმებულია: 11.09.2025)
- ჯორბენაძე, ა. (2021). როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის ახალი სისტემა (წიგნი I, 1993-1997 წლები). თბილისი.
- ჯორბენაძე, ა. (2023). როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის ახალი სისტემა (წიგნი II, 1998-2003 წლები). თბილისი.
- Albreht, (2009). Privatization processes in health care in Europe—a move in the right direction, a ‘trendy’ option, or a step back?, European Journal of Public Health, 19(5): 448–450, https://doi.org/10.1093/eurpub/ckp146.
- Chanturidze, T. U. (2009), Health Systems in Transition - Georgia Health System Review 2009. WHO.
- Gotsadze, G., A. Zoidze and O. Vasadze. (2005) Reform strategies in Georgia and their impact on health care provision in rural areas: evidence from a household survey,‖ Social Science and Medicine 60(4):809-821.
- Maarse H. (2006). The privatization of health care in Europe: an eight country analysis. J Health Polit Policy Law. 31(5):981-1014.
- Rose, G. G. (2001), Georgia: Implementing a hospital restructuring programme. Eurohealth.
- Saltman, R. (2003). Melting public-private boundaries in European health systems. Eur J Public Health. 13:24-9.
- Sehngelia, L., Pavlova, M., & Groot, W. (2016). Impact of healthcare reform on universal coverage in Georgia: a systematic review. Diversity and Equality in Health and Care, 13(5).
- Schecter, K. (2011). The privatization of the Georgian healthcare system. Anthropology of East Europe Review, 29(1), 16-22.
- Torchia, M., Calabrò, A., & Morner, M. (2013). Public–Private Partnerships in the Health Care Sector: A systematic review of the literature. Public Management Review, 17(2), 236–261. https://doi.org/10.1080/14719037.2013.792380
- Transparency International (2010). One Hundred New Hospitals‘ For Georgia: How Long Will They Last? Transparency International, August 3, 2010:
- Transparency International Georgia (2012), The Georgian Hospital Sector. https://transparency.ge/sites/default/files/post_attachments/TIG%20Hospital%20report%20_5%20Jul_%20final.pdf
- Tobias, , Berkhout E. (2009). Health-care Reform in Georgia; A Civil-Society Perspective: Country Case Study, Oxfam Research Report, May 2009.