საქართველოში ყურძნის სუბსიდირების ეკონომიკური ეფექტის შეფასების საკითხისათვის
ავტორები: ნანა რინკიაშვილი, გურამ იოსებაშვილი
საკვანძო სიტყვები: ყურძნის სუბსიდირება; ეკონომიკური მექანიზმები; ღვინის ექსპორტი; სტიმულირება.
J.E.L. Classification: H25, R51
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.09
ციტირებისათვის: რინკიაშვილი ნ., იოსებაშვილი გ., (2025) საქართველოში ყურძნის სუბსიდირების ეკონომიკური ეფექტის შეფასების საკითხისათვის. ეკონომიკური პროფილი, ტ. 20, 1(29), გვ. 97-104. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.09
ანოტაცია. სტატიაში განხილულია 2008-2023 წლებში საქართველოში ყურძნის სუბსიდირების მიზნები, შედეგები, პრობლემები და გამოწვევები. გაანალიზებულია სუბსიდირების როლი სოფელ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებაში, შემოსავლების სტაბილიზაციასა და ქართული ღვინის ექსპორტის სტიმულირებაში. განხილულია როგორც სუბსიდირების დადებითი მხარეები (ფერმერთა მხარდაჭერა, რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის გაუმჯობესება), ისე მისი უარყოფითი შედეგები (ბიუჯეტზე ზეწოლა, ბაზრის ბუნებრივი მექანიზმების დარღვევა, დამოკიდებულების გაღრმავება). კვლევა ეყრდნობა სტატისტიკურ ანალიზსა და პორტერის „ალმასის“ მოდელზე დაფუძნებულ შეფასებას. ნაშრომში ასევე, მიმოხილულია სუბსიდირების სოციალური და ეკონომიკური როლი, ვაზისა და ღვინის მოყვანის ტრადიციების და პერსპექტივების მნიშვნელობა საქართველოში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Kharaishvili , (2015) Viticulture, Wine Making and Diversification Opportunities in Georgia. TSU Science. URL:https://www.researchgate.net/publication/299227729_Viticulture_Wine_Making_and_Diversification_Opportunities_in_Georgia
- ღვინის ექსპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა. Georgian Business Consulting (GBC), 01.2025. URL:https://www.gbc.ge/news/economics/ghvinis-eqsporti-umnishvnelod-gaizarda
- სტატისტიკის ეროვნული სამსახური. სოფლის მეურნეობა. URL:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/196/soflis-meurneoba
- სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო - https://wine.gov.ge/