მშენებლობის განვითარების თანამედროვე გამოწვევები საქართველოში

ავტორები: ნაირა ვირსალაძე, მალვინა ყიფიანი

საკვანძო სიტყვები: მშენებლობის ეკონომიკა, მშპ; მშენებლობის ღირებულების ინდექსი

J.E.L. Classification: M21, D24

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.08

ციტირებისათვის: ციტირებისთვის: ვირსალაძე ნ., ყიფიანი მ., (2025) მშენებლობის განვითარების თანამედროვე გამოწვევები საქართველოში. ეკონომიკური პროფილი, ტ. 20, 1(29), გვ. 87-96. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.08

ანოტაცია. საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშენებლობა, როგორც ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი დარგი. ბოლო წლებში დარგის პროდუქცია გაძვირების ტენდენციით ხასიათდება, რაც წარმოების ფაქტორებზე ფასებისა და ბინებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. მშენებლობის პროცესში გამოყენებული წარმოების ფაქტორებზე ფასების ცვლილებებს საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით მშენებლობის ღირებულების ინდექსით აფასებენ. ეს ინდექსი საქართველოში 2022 წლიდან იანგარიშება და უშუალოდ მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების ძირითად კატეგორიებს მოიცავს. ინდექსის გაანგარიშება ხდება როგორც მთლიანად დარგის, ისე მისი ყველა სეგმენტის მიხედვით. სწორედ ამიტომ, მშენებლობის ღირებულების ინდექსი სრულფასოვანი სტატისტიკურ-ეკონომიკური ანალიზის საშუალებას იძლევა სამშენებლო ხარჯების ცალკეული მუხლებისა და კატეგორიების მიხედვით. წარმოდგენილი ნაშრომი ეხება მშენებლობის, როგორც დარგის განვითარების ტენდენციებს და ინდექსის გამოთვლის თავისებურებებს.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გელაშვილი ს, მაკალათია ი. მიქელაძე გ. (2023) ცხოვრების დონის სტატისტიკა, სახელმძღვანელო, თსუ., თბილისი;
  2. ვირსალაძე ნ. ბაკურაძე ა. (2009) სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში, დამხმარე სახელმძღვანელო, ნაწილი 2, ქუთაისი;
  3. ქრისტესიაშვილი ე. (2018) მშენებლობის ეკონომიკა, ლექციების კურსი, თბილისი;
  4. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2024, გვ.185
  5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, URL:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/80/mshenebloba (გადამოწმებულია: 28.04.2025)
  6. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მშენებლობის ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგია. URL:https://www.geostat.ge/media/61536/CCI-Metodologia.pdf (გადამოწმებულია: 28.04.2025)