სამეწარმეო სექტორის განვითარების რეგიონული თავისებურებები საქართველოში
ავტორები: ირინე ჭანტურიძე
საკვანძო სიტყვები: რეგიონული პოლიტიკა; სამეწარმეო სექტორი; უთანაბრობა;
J.E.L. Classification: R11; M21
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.06
ციტირებისათვის: ჭანტურიძე ი., (2025) სამეწარმეო სექტორის განვითარების რეგიონული თავისებურებები საქართველოში (ინგლისურ ენაზე). ეკონომიკური პროფილი, ტ. 20, 1(29), გვ. 69-76. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.06
ანოტაცია.
ბოლო ათწლეულებში საქართველოში სამეწარმეო სექტორის განვითარება ტერიტორიულ ერთეულებში წინააღმდეგობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდიდან ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთ მთავარ ვექტორს ქმნიდა ტერიტორიულ ერთეულებში ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოკვეთილი უარყოფითი ტენდენციების დაძლევა, რეგიონებში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით სამეურნეო საქმიანობის ყველა სფეროს გარდაქმნა.
საქართველოს რეგიონები ერთმანეთისაგან განსხვავდება სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობით, რეალური შრომის ანაზღაურებით, ცხოვრების დონით, წარმოებული დამატებული ღირებულებით, მოსახლეობის სიმჭიდროვით, უმუშევრობის დონით, სამეწარმეო გარემოთი და სხვა მრავალი ფაქტორით თუ მაჩვენებლით, რაც ამ რეგიონებში განაპირობებს მეწარმეობის განვითარების დონის დიფერენციაციას და წარმოშობს განსხვავებებს ტერიტორიულ ეკონომიკურ განვითარებაში.
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სამეწარმეო სექტორის სირთულეები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. კვლევის მთავარი აქცენტი გადატანილია საქართველოში სამეწარმეო სექტორის განვითარების რეგიონული სპეციფიკაზე, გაანგარიშებების საფუძველზე წარმოდგენილია რეგიონული უთანაბრობები სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით და მოტანილია დასკვნები.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბარათაშვილი ე., ზარანდია ჯ., აბრალავა ა., (2009) რეგიონალიზმი: თეორია და პრაქტიკა, თბილისი;
- ჩიხლაძე ნ., (2021). რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული მიდგომები. ქუთაისი, „მბმ პოლიგრაფი“.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. რეგიონული სტატისტიკა (მთლიანი შიდა პროდუქტი). URL:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/93/regionuli-statistika (გადამოწმებულია: 25.04.2025)
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საწარმოთა სტატისტიკური გამოკვლევა. URL: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/326/sacarmota-statistikuri-gamokvleva (გადამოწმებულია: 25.04.2025)
- საქართველოს მრეწველობა 1985-1997 წლებში (სტატისტიკური კრებული). საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბ., 1999.
- საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2001-2005 წლების ინდიკატური გეგმა. საქართველოს ეკონომიკის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრო. თბ., 2001.