მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, შესაძლებლობები და გამოწვევები
ავტორები: როინ თათეშვილი
საკვანძო სიტყვები: მცირე ბიზნესი; ციფრული ტექნოლოგია; ინტერნეტ მარკეტინგი; ბიზნეს ინოვაციები; ბიზნეს მოდელი.
J.E.L. Classification: M21; O3
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.04
ციტირებისათვის: თათეშვილი რ., (2025) მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია, შესაძლებლობები და გამოწვევები. ეკონომიკური პროფილი, ტ. 20, 1(29), გვ. 42-51. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2025.29.04
ანოტაცია.
ციფრული ტრანსფორმაცია თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გამოწვევას და შესაძლებლობას წარმოადგენს. აღნიშნული სტატია განიხილავს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს საქართველოს კონტექსტში და ადარებს მათ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას. სტატიაში მოცემულია საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრული განვითარების ტენდენციების ანალიზი, კვლევითი მონაცემები და ქეის სტადიები, რომლებიც ასახავს წარმატებული ციფრული სტრატეგიების დანერგვის მაგალითებს.
კვლევა ეფუძნება შერეულ მეთოდოლოგიას, რომელიც მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის მეთოდებს. საქართველოს მაგალითზე განხილული ქეისები მოიცავს წარმატებულ ინიციატივებს, როგორიცაა ონლაინ კომერციის პლატფორმების შექმნა და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესების საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და გაყიდვების ზრდას.
სტატია ხაზს უსვამს სახელმწიფო მხარდაჭერის აუცილებლობას ციფრული ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, რაც გულისხმობს ფინანსური სუბსიდიების უზრუნველყოფას და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობას. ასევე, განიხილება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ ბაზრებზეც წარმატებით პოზიციონირდეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ნიკოლაშვილი, გ. (2022). ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები საქართველოში. თბილისი: ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი.
- კვანტალიანი, ი. (2021). მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრული სტრატეგიები. თბილისი: საქართველოს უნივერსიტეტი.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2023). ციფრული ეკონომიკის ტენდენციები. თბილისი: საქსტატი.
- Brynjolfsson, E., & McAfee, A. (2014). The Second Machine Age: Work, Progress, and Prosperity in a Time of Brilliant Technologies. New York: W.W. Norton & Company.
- Rogers, D. (2016). The Digital Transformation Playbook: Rethink Your Business for the Digital Age. Columbia University Press.
- European Commission (2023). Digital Economy and Society Index (DESI) Report. Brussels: European Commission. Retrieved from https://digital-strategy.ec.europa.eu
- Porter, M. E. (2008). Competitive Strategy: Techniques for Analyzing Industries and Competitors. Free Press.