მომხმარებელთა არჩევანი: ფაქტორები, გავლენები, გადაწყვეტილებები

ავტორები: თეა ვალიშვილი, ლია გენელიძე

საკვანძო სიტყვები: მომხმარებელი; მარკეტინგი; სამომხმარებლო პროდუქტები; გადაწყვე-ტილების მიღება.

J.E.L. Classification: M31, D11

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.28.08

ციტირებისათვის: ვალიშვილი თ., გენელიძე ნ., (2024) მომხმარებელთა არჩევანი: ფაქტორები, გავ-ლენები, გადაწყვეტილებები. ეკონომიკური პროფილი, ტ. 19, 2(28), გვ. 88-96. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.28.08

ანოტაცია.

 თანამედროვე ბაზარზე სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა ძალზე მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა წარმოშვა მომხმარებელთა ქცევის ცვლილება, რომელმაც თავის მხრივ უფრო კონკურენტული გარემო შექმნა. მარკეტინგის მთავარი მიზანი აღარ არის რეკლამა - ახლა მომხმარებლების პროდუქტთან დაკავშირება უფრო მნიშვნელოვანია. მარკეტოლოგებმა, ბრენდებმა და ბიზნესებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და თითოეული ასპექტის მიღმა არსებულ ქცევაზე, რათა გავლენა მოახდინონ და გააძლიერონ კომუნიკაცია  მომხმარებელთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე.

სტატიაში განხილულია თანამედროვე მომხმარებლის ფსიქოლოგია, სამომხმარებლო პროდუქტების შერჩევაზე მოქმედი ფაქტორები, მახასიათებლები და პრინციპები, რა ტექნიკები გამოიყენება ყიდვის პროცესში და რა განაპირობებს შესყიდვის პროცესს. კვლევის პროცესში ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა, სადაც მონაწილეობდა 300 რესპონდენტი. კვლევის მიზანი იყო ქართველ მომხმარებელთა დამოკიდებულებისა შესწავლა და იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომელთაც დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე, შესწავლილია მომხმარებელთა დამოკიდებულებები თანამედროვე მარკეტინგული ტექნიკების მიმართ, გამოვლენილია, თუ რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასამარტივებლად.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Kucheriavy, Andrew (2017) How costumres make decisions. https://www.forbes.com/sites/forbestechcouncil/2016/10/12/how-customers-make-decisions-applying-science-to-improve-user-experience/?sh=77bf5d321dd3
  2. Oliver, Mark (2018) Decision Making https://medium.com/the-versatile-designer/decision-making-strategies-for-ux-product-designers-30040ab6e127
  3. Cyrek, Mark (2024) Purchasing Decisions-What Influences Them? Marketing Agency „Cyrek Digital“.  https://cyrekdigital.com/en/knowledge-base/purchasing-decisions/
  4. ROSTONE OPERATIONS, (2023) The 21st Century Customer: Who Is The Modern Consumer? https://www.rostoneopex.com/blog/the-21st-century-customer-who-is-the-modern-consumer
  5. Pinkerton, L.A (2022) The Power of Influencer Marketing. Public Relations Society of America | PRSA. https://www.prsa.org/article/the-power-of-influencer-marketing
  6. Nordin, F. Rovald, A (2023) The making of marketing decisions in modern marketing environments.  Journal of Business Research. Volume 162. https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0148296323002308