კეთილდღეობის და ბიზნეს-აქტივობის დონეთა ასიმეტრიულობა საქართველოს რეგიონების მიხედვით
ავტორები: ალიმ ხერხაძე
საკვანძო სიტყვები: რეგიონული უთანაბრობა; ინსტიტუციური მდგრადობა; რეგიონული პოტენციალი; სივრცითი მოწყობა; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გენერალური გეგმა.
J.E.L. Classification: R12, R13, R58
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.28.06
ციტირებისათვის: ხერხაძე ა., (2024) კეთილდღეობისა და ბიზნეს-აქტივობის დონეთა ასიმეტრიუ-ლობა საქართველოს რეგიონების მიხედვით. ეკონომიკური პროფილი. ტ. 19, 2(28), გვ. 66-78. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.28.06
ანოტაცია. საქართველოს ცალკეულ რეგიონში არსებული რეალობა არის ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური სიძლიერის მნიშვნელოვანი ინდიკატორი. სწორედ ამიტომ, სწორი ანალიზი და პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საქართველოს რეგიონები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, მათი განვითარების შესაძლებლობები საკმაოდ განსხვავებულია. ამიტომ, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად საჭიროა ცალკეული რეგიონის განვითარების პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენება და რესურსების გადანაწილება. სტატიაში განხილულია საქართველოს რეგიონული უთანასწორობის პრობლემები და გამოწვევები. მიმოხილულია რეგიონული უთანაბრობის ისტორიული ასპექტები და მიზეზები. გაანალიზებულია სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით, ფულადი და არაფულადი შემოსავლების დონე, ინვესტიციები მოსახლეობის ერთ სულზე, მშპ რეგიონების მიხედვით და რეგიონებში წარმოებული მშპ მოსახლეობის ერთ სულზე რომლითაც ჩანს, რომ გამოთვლილი პარამეტრებით დედაქალაქი თბილისი, საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონებს მნიშვნელოვნად აღემატება. იდენტიფიცირებული პრობლემების შესაბამისად, შემოთავაზებულია საქართველოს რეგიონებში უთანასწორობის დაძლევისთვის გასატარებელი ღონისძიებების ერთობლიობა
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბარათაშვილი ე., ვეშაპაძე პ., (2002) რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა. თბილისი.
- მესხია, ი., გველესიანი, ე. (2010) რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა. თბილისი.
- ჩიხლაძე ნ., (2021) რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული მიდგომები
- ღავთაძე გ., ჩიხლაძე ნ., (2009) იმერეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პირობები და პერსპექტივები, ქუთაისი, 2009.
- ჩიხლაძე ნ., ვალიშვილი თ., გაბელაშვილი კ. (2014) ქალაქის ბრენდინგის აქტუალური საკითხები - ქუთაისური წახნაგები. ქუთაისი. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
- www.geostat.ge - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი;