მდგრადობის აღრიცხვის მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში

ავტორები: დიანა უგლავა

საკვანძო სიტყვები: მდგრადობა, ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგება

J.E.L. Classification: O1, M4

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.12

ციტირებისათვის: უგლავა დ., (2024) მდგრადობის აღრიცხვის მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში. ეკონომიკური პროფილი, ტ. 19, 1(27), გვ. 91-97. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.12

ანოტაცია.

საქართველომ, ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით ნაადრევად, შემოიღო  კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების საერთაშორისო  სტანდარტი, რომლის მიზნებია   საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“   გათვალისწინებული მმართველობის ანგარიშგების წარმოების პრაქტიკის გაუმჯობესება,  მდგრადი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა, გარემოსა და სოციუმზე საწარმოთა უარყოფითი ზემოქმედების შემცირება. მთავარი გამოწვევა  კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მომზადების პროცესის სტანდარტიზაცია და გამჭირვალობის და სანდოობის უზრუნველყოფაა. ამისათვის, ინფორმაციის მომხმარებლებმა უნდა მიიღონ სანდო და სწორი ინფორმაცია, თუ როგორ იცავენ საწარმოები მწვანე განვითარებას,  იცილებენ თუ არა წარმოების ნარჩენებს, მომსახურების დანაკარგებს და სხვ. აღნიშნული ინფორმაციების მიღება და დამუშავება მმართველობითი აღრიცხვის ქვესისტემის მდგრადობის აღრიხვის ინფორმაციის მეშვეობით მზადდება. 

ნაშრომში განხილულია მდგრადობის აღრიცხვის მიზანი, მისი განვითარების ეტაპების შესაბამისად მდგრადობის სხვადასხვა  მაჩვენებელთა წრის ზრდა და მათ შესახებ აღრიცხვის ინფორმაციის მომზადება, ასევე მდგრადობის აღრიცხვის სრულყოფისათვის მდგრადობის სტანდარტის მოთხოვნის ნორმების აღრიცხვის პრაქტიკაში დანერგვა. წარმოდგენილი კვლევა ემყარება მდგრადი მეწარმეობის განვითარების ეკოლოგიურ თეორიას და აყალიბებს თეორიული ანალიზის ჩარჩოს, რომელიც მოიცავს  საწარმოს მდგრადობის აღრიცხვას მის სამ  მიმართულებასთან (ეკონომიკური, სოციალური და გარემო).

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური URL:https://saras.gov.ge/ (ნანახია : 10/05/2024);
  2. Slaper T., Hall T., (2011) The Triple Bottom Line: What Is It and How Does It Work? Indiana Business Review, Volume 86, No. 1 URL:   https://www.ibrc.indiana.edu/ibr/2011/spring/article2.html (ნანახია : 10/05/2024);
  3. გლობალური ანგარიშგების ინიციატივა, GRI, URL: http://www.globalreporting.org (ნანახია: 10/05/2024);
  4. ენტონი ა. ატკინსონი, რობერტ ს. კაპლანი, ელა მეა მათსუმურა, ს. მარკ იანგი. მმართველობითი აღრიცხვა, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2009 გვ. 337;
  5. მდგრადობის აღრიცხვის სტანდარტების საბჭო; URL:http://www.sasb.org (ნანახია : 10/05/2024) ;
  6.  ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია. URL :https://www.ifac.org (ნანახია : 10/05/2024);
  7. Prince's Accounting for Sustainability Project (A4S) URL:  http://www.accountingforsustainability.org  (ნანახია : 10/05/2024);
  8. ადამსი ვ., მდგრადობის მომავალი: გარემოს გადახედვა და განვითარება ოცდამეერთე საუკუნეში; IUCN ცნობილი მოაზროვნეთა შეხვედრის ანგარიში, 2006 წლის 29-31 იანვარი.
  9. ფასს-ების ფონდი, IFRS 2022, URL: https://www.ifrs.org/content/dam/ifrs/project/general-sustainability-related-disclosures/georgian/georgian-s1-and-s2-eds-snapshot-april-2022.pd (ნანახია:10/05/2024)