მოსახლეობის აღწერა - მდგრადი განვითარების მონიტორინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი
ავტორები: ნაირა ვირსალაძე, მალვინა ყიფიანი
საკვანძო სიტყვები: მოსახლეობის აღწერა; მდგრადი განვითარება; ეროვნული ინდიკატორები
J.E.L. Classification: J10, O20
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.08
ციტირებისათვის: ვირსალაძე ნ., ყიფიანი მ., (2024) მოსახლეობის აღწერა - მდგრადი განვითარების მონიტორინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეკონომიკური პროფილი. ტ. 19, 1(27), გვ. 72–78. DOI:https://doi.org/10.52244/ep.2024.27.08
ანოტაცია.
მოსახლეობის აღწერა მეცნიერულად ორგანიზებული სტატისტიკური დაკვირვებაა და მისი ჩატარება სახელმწიფოს ფუნქციას წარმოადგენს. სახელმწიფო ახორციელებს აღწერის სამართლებრივ რეგლამენტაციას შესაბამისი კანონების საფუძველზე.
მოსახლეობის აღწერას ისეთივე ხანგრძლივი ისტორია აქვს, როგორც ცივილიზაციას. თანამედროვე მსოფლიოში გლობალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ დემოგრაფიული ვითარებაა და შესაბამისად, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენაა.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც მოსახლეობის აღწერებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. აღწერების სიხშირე და ძირითადი მახასიათებლები სხვადასხვა დროში განსხვავებული მიზნითა და ინტერესით ხდებოდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002 და 2014 წლებში ჩატარდა. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები 2024 წლის მესამე საყოველთაო აღწერისათვის. იგი ეყრდნობა გაეროს მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას და მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული ინდიკატორების გათვალისწინებით საკმაოდ ახალი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოპოვებას ითვალისწინებს. შესაბამისად, მისი წარმატებით ჩატარება გახდება მნიშვნელოვანი წინაპირობა, როგორც მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მონიტორინგისათვის, ისე 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებისათვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
- გუგუშვილი პ., (1973) საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები, თბილისი.
- გამყრელიძე გ., (1955) დემოგრაფიული სტატისტიკა, თბილისი.
- ვირსალაძე ნ., (2013) აღწერა-მოსახლეობის სტატისტიკური შესწავლის ძირითადი წყარო, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები, ქუთაისის უნივერსიტეტი. URL: https://unik.edu.ge/PagePDF/conf/konf-2013.pdf
- ლორთქიფანიძე ვ., (2018) დემოლოგია. თბილისი.
- ჭელიძე ზ., (2022) მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეროვნული ინდიკატორები და საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2024. თბილისი.
- ჯავახიშვილი ივ., (1930) საქართველოს ეკონომიკური ისტორია, თბილისი.
- საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური - www.geostat.ge