მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის ანალიზი

ავტორები: გენადი იაშვილი, ანა ბარათაშვილი

საკვანძო სიტყვები: მიგრაცია; იმიგრაცია; უმუშევრობა; რეინტეგრაცია.

J.E.L. Classification: E24, J2, J8.

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.01

ციტირებისათვის: იაშვილი გ., ბარათაშვილი ა., (2024) მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის ანალიზი. ეკონომიკური პროფილი. ტ. 19, 1(27), გვ. 56-63, DOI: https://doi.org/10.52244/ep.2024.27.01

ანოტაცია.

თანამედროვე საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, მიგრაცია აქტუალური თემაა. ემიგრაციის და იმიგრაციის გამომწვევი ფაქტორები კომპლექსურია და დაკავშირებულია როგორც ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან, ისე ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან. საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც ემიგრაცია, ძირითადად, ქვეყანაში არსებული არასტაბილური სიტუაციით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებებით იყო გამოწვეული. თუმცა, მოგვიანებით ემიგრაციული ნაკადების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა შეასრულეს. 

გლობალიზაციის საზღვრების გაფართოება თავისთავად იწვევს ადამიანების გადაადგილების  გაადვილებას ერთი ქვეყნიდან მეორეში. როგორც ბოლო ათწლეულების რეალობა გვიჩვენებს, ეს  გადაადგილება, ნებაყოფლობითთან ერთად შესაძლებელია იყოს ასევე იძულებითიც, რომელიც სამუშაო ადგილის მოძებნის აუცილებლობით არის განპირობებული. წლების მანძილზე ადამიანთა ამ ნაკადების დენადობამ - მიგრაციამ, ქვეყნებს შორის  დიდი  მასშტაბები შეიძინა და აქტუალურ პრობლემად იქცა. მიგრაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გლობალური გამოწვევაა, რომელსაც თან ახლავს არა მხოლოდ სოციალური, არამედ მძიმე ეკონომიკური პრობლემებიც და არაერთ სირთულეს ქმნის მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში. თანამედროვე  მიგრაციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან მომდინარეობს.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ტუხაშვილი მ., ჭელიძე ნ., (2019) შრომითი მიგრაცია (სალექციო მასალა). ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბ., – 187 გვ.
  2. სილაგაძე ს., (2020) ინტელექტუალური მიგრაციის თანამედროვე ტენდენციები. დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია; თსუ;  თბილისი. – 192 გვ.
  3. UN-DESA - გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა ანალიზის დეპარტამენტი. URL: https://www.un.org/development/desa/dpad/category/un-desa/ (ნანახია 19.03.2024)
  4. Triandafyllidou A., (2022) Migration and Pandemics: Spaces of Solidarity and Spaces of Exception. Springer International Publishing, Jan 2, - 248 p.
  5. Debnath, P., (2016)  Leveraging Return Migration for Development: The Role of Countries of Origin. 188.p
  6. King R., Kuschminder K., (2022) Handbook of Return Migration. Edward Elgar Publishing. - 384 p.
  7. Andre M.N. Renzaho (2016) Globalisation, Migration and Health: Challenges and Opportunities. - 608 p.