სახელმწიფოს როლი ტურისტული ბიზნესის განვითარებაში

ავტორები: გოდერძი შანიძე

საკვანძო სიტყვები: ტურისტული ბიზნესი; ტურისტული ნაკადები; ტურისტული პოტენციალი; ტურისტების მოზიდვა.

J.E.L. Classification: M21, Z38

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.09

ციტირებისათვის: შანიძე გ., (2023) სახელმწიფოს როლი ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. ეკონომიკური პროფილი. ტ. 18, 2(26), გვ. 77–84. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2023.26.09

ანოტაცია.

თანამედროვე ეტაპზე, ტურისტული ბიზნესის განვითარებაში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ტურიზმის განვითარებას განსაზღვრავს ღირშესანიშნაობები, ინფრასტრუქტურის მოწყობის დონე, მომსახურების შეთავაზებები, მოგზაურობების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტის ბაზარზე გატანა და ა.შ. ქვეყანაში ტურიზმის განვითარებით სხვებთან ერთად დაბალშემოსავლიანი მოსახლეობაც იღებს სარგებელს. ეს შეიძლება ხდებოდეს საქონლისა და მომსახურების ტურისტებისათვის მიყიდვით და მცირე საწარმოების ფუნქციონირებით, რაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფაქტორია.

მოსახლეობის დასაქმების, სოციალური პრობლემების მოგვარების, ქვეყანაში ვალუტის შემოდინების, ქვეყნის ბიუჯეტის შევსების, ეკონომიკის სტაბილურობის, მრავალფეროვანი წარმოებისა და მომსახურების შექმნის, რეგიონული განვითარების და ა.შ. მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტურისტული ბიზნესი.

ტურიზმი უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი საყრდენი და პრიორიტეტული დარგი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც გააჩნიათ რეალურად ტურისტული პოტენციალი და ფლობს კონკურენტულ უპირატესობებს. საქართველოს კი ასეთი უპირატესობები ნამდვილად გააჩნია.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა 2021. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. URL: https://gnta.ge/wp-content/uploads/2022/10/2021_GEO.pdf (გადამოწმებულია 3.11.2023)
  2. The Sustainable Development Goals Report 2020. https://unstats.un.org/sdgs/report/2020/ (გადამოწმებულია 3.11.2023)
  3. ტურიზმი საქართველოში 2022 წ. https://netgazeti.ge/news/624737/ (გადამოწმებულია 3.11.2023)
  4. საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წ. https://gnta.ge/wp-content/uploads/2023/06/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-2022.pdf (გადამოწმებულია 3.11.2023)
  5. აფხაზიშვილი მ., (2021) ტურიზმი და მისი გავლენა ეკონომიკაზე. საქართველოს ეკონმომიკა, 20.07.2021. https://geoeconomics.ge/?p=13699  (გადამოწმებულია 3.11.2023)