გამოხმაურება ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის იოსებ არჩვაძის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის ლია ქურხულის ნაშრომზე „ეკონომიკური ფსიქოლოგია“

ავტორები: გოჩა თუთბერიძე

საკვანძო სიტყვები:

J.E.L. Classification:

DOI:

ციტირებისათვის:

ანოტაცია.

პროფესორებმა იოსებ არჩვაძემ და ლია ქურხულმა გამოსცეს ნაშორმი „ეკონომიკური ფსიქოლოგია“ („მწიგნობარი“, 2022 წ., თბილისი, -326 გვ.), რომელიც ჯეროვან ყურადღებას იმსახურებს.

ეკონომისტებსა და ფსიქოლოგებში დიდი ხანია არსებობს თანხვედრა შეხედულებისა, რომ ეკონომიკას ფსიქოლოგიის გარეშე უნარი არ შეწევს  წარმატებით გაართვას თავი ეკონომიკური პროცესების შესწავლას, ისევე, როგორც ფსიქოლოგიას არ შეუძლია ეკონომიკის გარეშე იკვლიოს ადამიანური ქცევის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკაში ზუსტად იმდენია ეკონომიკური, რამდენიც ფსიქოლოგიური. ეკონომიკისა და ფსიქოლოგიის ინტერესები ტრადიციულად ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან – როგორც ერთი, ისე მეორე, ადამიანთა ქცევის საკითხებს სწავლობს. ამ კუთხით ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ მიდგომებს ეკონომიკური კვლევები ახალ საფეხურზე აყავთ, ახალ თვისობრიობას სძენენ მათ.

ეკონომიკის ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოთი სარგებლობა ყველაზე მეტად გაუადვილდებათ მათ, ვინც უკვე ფლობს ეკონომიკური თეორიისა და განვითარების ფსიქოლოგიის საბაზო ცნებებს და კატეგორიებს. ავტორები ცდილობდნენ მაქსიმალურად გასაგები და გამოყენებადი გაეხადათ სახელმძღვანელოს ტექსტი. წინა გამოცემასთან შედარებით, აღნიშნული ვარიანტი მნიშვნელოვნადაა გადამუშავებული, დამატებულია რამდენიმე  თავი. სახელმძღვანელო, ასევე, შეივსო თემატიკის შესაბამისი უახლესი, მათ შორის სტატისტიკური ინფორმაციით.  ყოველი თავის ბოლოში გამოტანილია ძირითადი საკვანძო სიტყვები და საკონტროლო კითხვები, მოტანილია შესაბამისი პროფილის ტესტები და სავარჯიშოები, რაც მთლიანობაში შესაძლებლობას აძლევს მკითხველს  არა მარტო სრულყოფილად გაეცნოს და აითვისოს აღნიშნული მასალა, არამედ ეფექტიანად გამოიყენოს  თავის ყოველდღიურ ყოფასა თუ ბიზნეს-საქმიანობაში.

აღნიშნულისა და მისი მზარდი შემეცნებითი და გამოყენებითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის ფსიქოლოგია, ოცდამეერთე საუკუნის სამეცნიერო და სასწავლო დისციპლინაა. მისი შესწავლა საინტერესო და გამოყენებადი უნდა იყოს არა მარტო ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პროფილის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, არამედ მომხმარებელთა გაცილებით ფართო წრის – სამეცნიერო–აკადემიური საქმიანობით დაკავებული ადამიანების, ბიზნესმენების, სახელმწიფო მოხელეებისა და მას-მედიის წარმომადგენლებისათვის.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა: