ფერმერთათვის სახელმწიფო მხარდაჭერის ერთი ასპექტის შესახებ

ავტორები: პაატა კოღუაშვილი, იოსებ არჩვაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე

საკვანძო სიტყვები: საწვავის ფასი; სუბსიდია; სახელმწიფო დაკვეთა; სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები; ფასების პარიტეტი.

J.E.L. Classification: Q41; Q48

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.05

ციტირებისათვის: კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი., ჩიხლაძე ნ., (2022) ფერმერთათვის სახელმწიფო მხარდაჭერის ერთი ასპექტის შესახებ. ეკონომიკური პროფილი. ტ. 17, 2(24), გვ. 74-81. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.24.05

ანოტაცია. ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს პირობას ძლიერი აგრარული სექტორი წარმოადგენს, რაც სახელმწიფოს აქტიურ მხარდაჭერას ეფუძნება. აგრარული სექტორი სახელმწიფოსაგან მხარდაჭერას საჭიროებს იმ სეგმენტში, რომელიც მის კონკურენტუნარიანობას ყველაზე მეტად აბრკოლებს (პროდუქციის მაღალი თვთიღირებულება და სუსტი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა). მდგომარეობის მნიშვნელოვანი გამოსწორება შესაძლებელია სახელმწიფო დაკვეთით დაკავებული ფერმერული მეურნეობების სუბსიდირებით საწვავზე, აგრეთვე უმნიშვნელოვანესი სახეობის აგრარულ პროდუქციაზე ფასების პარიტეტის უზრუნველყოფა და აღწარმოების საშუალებებზე ფასების მთელი ნამატის ბიუჯეტზე გადაკისრება.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. URL: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=186 (შემოწმებულია 7.11.2022)
  2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ახალი სახელმწიფო პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება“. - https://mepa.gov.ge/Ge/Page/AntiCrisisPlan  (შემოწმებულია 7.11.2022)
  3. კოღუაშვილი პ., იაფი საწვავი სახელმწიფო  დაკვეთებსა და პროგრამებში ჩართული ფერმერებისთვის. – „რეზონანსი“, 14.07.2022
  4. კუნჭულია თ., მჭედლიშვილი ქ., (2013) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად შესყიდული საწვავის სუბსიდირების შესახებ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. თბილისი, ტ., 32, გვ.275-276ა.
  5. Agricultural Subsidy Programs. By Daniel A. Sumner. - https://www.econlib.org/library/Enc/AgriculturalSubsidyPrograms.html (შემოწმებულია 7.11.2022)
  6. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები.