საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პოტენციალი და შესაძლო ეფექტი

ავტორები: ალიმ ხერხაძე

საკვანძო სიტყვები: საქართველოს საფონდო ბირჟა; საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი; ფინანსური სტაბილურობა; ეკონომიკური ზრდა; ინვესტიციები.

J.E.L. Classification: D530, E440, G230, G410

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.09

ციტირებისათვის: ხერხაძე ა., (2022) საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პოტენციალი და შესაძლო ეფექტი. ეკონომიკური პროფილი. ტომი 17, 1(23), გვ. 152-165. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.09

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოში ფინანსური ბაზრის ჩამოყალიბების ისტორია, არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. წარმოჩენილია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში საფონდო ბირჟის ჩამოყალიბების, განვითარების, დაღმასვლის, წინსვლისა და ამ უკანასკნელის შემაფერხებელი ფაქტორები. ახსნილია თუ რა მნიშვნელობა აქვს საფონდო ბირჟას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ძირითადად ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საბანკო სფეროს ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ სიმყარეზე დგას. საქართველოს საბანკო სისტემა დღეს-დღეობით არა მარტო ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც საკმაოდ განვითარებულია, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და ქვეყანაში ამ ბაზრის ერთადერთ ლიცენზირებულ წარმომადგენელზე -საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარი ეკონომიკური ბარომეტრი, პულსის მზომია, სადაც პირველ რიგში აისახება ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კაპიტალის ბაზრის სამუშაო ჯგუფი - საქართველოს კაპიტალის ბაზარი დიაგნოსტიკური შესწავლა და რეკომენდაციები, 2015. URL: http://www.economy.ge/uploads/meniu_publikaciebi/ouer/CMWG_Diagnostic_Report_12_May_2015._GEO.pdf  (ხელმისაწვდომია 10.05.2022)
  2. ლოლაძე გ., (2015) ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში - პრობლემები, გამოწვევები და პერსპექტივები.  https://idfi.ge/ge/securities-market-georgia  (ხელმისაწვდომია 10.05.2022)
  3. მიმინოშვილი ლ., (2020) კაპიტალის ბაზარი საქართველოში - სად ვართ და რატომ? URL:https://bm.ge/ka/article/kapitalis-bazari-saqartveloshi---sad-vart-da-ratom/71985  (ხელმისაწვდომია 10.05.2022)
  4. ნამჩვაძე ბ., (2015) რა უშლის ხელს საფონდო ბირჟის განვითარებას? URL:https://forbes.ge/ra-ushlis-khels-saphondo-bir/    (ხელმისაწვდომია 10.05.2022)
  5. საქართველოს ეროვნული ბანკი. დეპოზიტები და ნაშთები.  URL: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=729    (ხელმისაწვდომია 10.05.2022)
  6. საპენსიო სააგენტო. საპენსიო ფონდის მოცულობის ცვლილება. URL: https://www.pensions.ge/  (ხელმისაწვდომია 10.05.2022)
  7. საქართველოს საფონდო ბირჟა URL: https://gse.ge/capitalizations  (ხელმისაწვდომია 10.05.2022)
  8. შონია ნ., გუგეშაშვილი თ., (2009) საბირჟო საქმე: წამოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარი, სავალუტო ბირჟა, საერთაშორისო სავალუტო ბირჟა, საბირჟო რისკების დაზღვევა, საბირჟო ფსიქოლოგია, თბილისი.
  9. ჭარაია ვ., (2019) რეკომენდაციები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. URL:https://sector3.ge/Researches/Download/511  (ხელმისაწვდომია 10.05.2022)