მმართველობითი აღრიცხვის ევოლუცია

ავტორები: ბესიკ ბაუჩაძე

საკვანძო სიტყვები: ბუღალტრული აღრიცხვა; მმართველობითი აღრიცხვა; მენეჯმენტი; სტრატეგია; ეფექტიანობა;

J.E.L. Classification: N8, M41

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.04

ციტირებისათვის: ბაუჩაძე ბ., (2022) მმართველობითი აღრიცხვის ევოლუცია. ეკონომიკური პროფილი. ტომი 17, 1(23), გვ. 74–83. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.04

ანოტაცია. სტატიის მიზანია გამოიკვლიოს და განსაზღვროს მმართველობითი აღრიცხვის განვითარების ძირითადი ასპექტები. სტატიაში განხილულია მმართველობითი აღრიცხვის განვითარების ევოლუცია, ბუღალტრულ და მმართველობით აღრიცხვას შორის განმასხვავებელი თავისებურებანი,ცალკეული ქვეყნების მაგალითზე შეფასებულია მმართველობითი აღრიცხვის არსის გაგება. ბიბლიოგრაფიული კვლევისა და ემპირიული მასალების ანალიზის საფუძველზე, ექსპერტების მოსაზრებების, დამუშავებული თეორიული და მასალების საფუძველზე გამოიკვეთა რომ მმართველობითი აღრიცხვას აქვს თავისი მიზანი, საგანი, ობიექტები, ამოცანები და პრინციპები, რაც განასხვავებს მას ბუღალტრული აღრიცხვისაგან. ბოლო წლებში ტერმინი „მმართველობითი აღრიცხვა“ ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა ჯერ კიდევ ორაზროვანი დამოკიდებულებაა მისი არსის გაგებაში. მმართველობითი აღრიცხვის საბოლოო მიზანია დაეხმაროს მენეჯერს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მმართველობითი აღრიცხვა მენეჯმენტის ინფორმაციის მხარდაჭერის სისტემაა. არსებობის ათწლეულების განმავლობაში, მმართველობითი აღრიცხვის თანდაყოლილი ტექნიკა და მეთოდები შემუშავდა და განაგრძობს განვითარებას, შესაბამისად, მას აქვს საკუთარი მეთოდოლოგია.ის შეიძლება შეფასდეს როგორც ორი ძირითადი საგნობრივი სფეროს ერთობლიობა: როგორც მეცნიერება; როგორც საქმიანობის პრაქტიკული სფერო.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მმართველობითი აღრიცხვა (2007) ACCA სახელმძღვანელო, წიგნი F2. საერთაშორისო პრაქტიკა. თარგმანი ინგლ., თბილისი.
  2. ჭილაძე ი., (2018). მმართველობითი აღრიცხვა. თბილისი;
  3. ატკინსონი ე. ა.კაპლანი რ.ს., მათსუმურა ე.მ., იანგი ს.გ. (2009) მმართველობითი აღრიცხვა, თარგმანი ინგლისურიდნ, თბილისი.,
  4. Garrison R.H. (2009) Managerial Accounting, (URL:https://industri.fatek.unpatti.ac.id/wp-content/uploads/2019/03/021-Managerial-Accounting-Ray-H.-Garrison-Eric-W.-Noreen-Peter-C.-Brewer-Edisi-142012.pdf) (ხელმისაწვდომია 29.04.2022)
  5. Нидлз Б., Андерсон Х.,Колдуэлл Д.(2002 ) Принципы бухгалтерского учета. - М.: Финансы и статистика.. - 350 с.
  6. Мизиковский И.Е.(2009).  Бухгалтерский управленческий учет:  -110 с.
  7. Нидлз Б., (1993) Принципы бухгалтерского учета. -496 с.
  8. Лысенко Д., ( 2009)Бухгалтерский управленческий учет ИНФРА-М,. - 478 с.
  9. Карпова Т., (2003) Управленческий учет ЮНИТИ. - 350 с.
  10. Лисович Г., (2011.) Бухгалтерский (управленческий) учет в сельском хозяйстве. ИНФРА-М,. -168 с.
  11. Кукукина И.Г(2004) Управленческий учет. - 400 с.