რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებზე

ავტორები: დავით ბიძინაშვილი

საკვანძო სიტყვები: ინფლაციის ტემპი; ფასების ინდექსი; ინფლაციური რისკები; იმპორტი; ექსპორტი; ინვესტიცია;

J.E.L. Classification: E0, E6

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.14

ციტირებისათვის: ბიძინაშვილი დ., (2022) რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებზე. ეკონომიკური პროფილი. ტომი 17, 1(23), გვ. 67-73. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.14

ანოტაცია.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სურსათით მომარაგების გლობალური საფრთხე შეიქმნა. რიგი განვითარებადი ქვეყნები უკვე მიუთითებენ ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტზე, როგორიცაა ხორბალი, სიმინდი, წიწიბურა, მზესუმზირა. სურსათით მომარაგების რისკები მნიშვნელოვან კავშირშია და კიდევ უფრო ამძაფრებს გლობალურ ინფლაციას, რომელიც პანდემიის ფონზე 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და განვითარებულ ეკონომიკებშიც კი უკვე ორნიშნა მაჩვენებლებს უახლოვდება. 2022 წლის აპრილში სამომხმარებლო ფასების ინდექსების წლიური ზრდის მაჩვენებლებმა 8% შეადგინა როგორც აშშ-ში, ისე ევროზონაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ეკონომიკებში. იმის გამო, რომ საწარმოო ფასების ინდექსების ზრდა 10-20% ფარგლებში მერყეობს, უახლოეს პერიოდში ინფლაციის ტემპების შეჩერება მოსალოდნელი არ არის.

აღნიშნული ფენომენი ცნობილია მიწოდების ინფლაციის სახელწოდებით და დამატებითი გამოწვევის წინაშე აყენებს არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის მესვეურებს, არამედ უპირველესად მწარმოებლებსაც და მომხმარებლებს. რუსეთ-უკრაინის ომის გამო განვითარებულმა მოვლენებმა და რუსეთის სანქცირებამ, საქართველოს კორიდორზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც არის როგორც შესაძლებლობა, ისე - გამოწვევა.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად ტოვებს (2022) URL: https://pia.ge/news/ekonomika/erovnuli-banki-rephinansirebis-ganakvets-utsvlelad-tovebs-78436 (გადამოწმებულია 11.05.2022)
  2. ჩიხელიძე დ., (2022) პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,4% შეადგინა, URI: https://pia.ge/news/ekonomika/pirvel-kvartalshi-sakartvelos-ekonomikurma-zrdam-144-sheadgina-rats-pirvel-rigshi-irakli-gharibashvilis-damsakhurebaa-davit-chikhelidze (გადამოწმებულია 11.05.2022)
  3. ცუცქირიძე გ., (2022) ჩვენ გვაქვს არა თუ რეგიონში, არამედ ევროპაში და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი. URL: https://pia.ge/news/ekonomika/chven-gvakvs-ara-tu-regionshi-aramed-evropashi-da-aziashi-ert-erti-kvelaze-maghali-zrdis-tempi-giorgi-tsutskiridze (გადამოწმებულია 11.05.2022)
  4. არჩვაძე ი., (2022) საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს დამაჯერებელ ზრდას. URL: https://pia.ge/news/ekonomika/sakartvelos-ekonomika-agrdzelebs-damajerebel-zrdas-ianvar-martshi-zrdam-tsina-tslis-shesabamis-periodtan-shedarebit-144-protsenti-sheadgina-ioseb-archvadze (გადამოწმებულია 11.05.2022)