ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გავლენა ნაწილობრივი დარეზერვების სისტემაზე

ავტორები: მირზა ხიდაშელი

საკვანძო სიტყვები: CBDC; ფული; კრედიტი; ნაწილობრივი დარეზერვების სისტემა; მონეტარული სისტემა.

J.E.L. Classification: E4, E5.

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.06

ციტირებისათვის: Khidasheli M., (2022) Central bank digital currency effects on fractional reserve banking. Vol. 17, 1(23), p.8-14. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.06

ანოტაცია. ნაშრომის მიზანია შეისწავლოს მონეტარული სისტემის მოსალოდნელი ცვლილების კონტურები. ამ მიზნებისათვის ჩვენ ჩავატარეთ ფულის როგორც ეკონომიკური კატეგორიის გენეზის მოკლე რეტროსპექტული ანალიზი. ფულადი ურთიერთობების დასაწყისში ბაზარმა ოქრო აირჩია როგორც გაცვლის უნივერსალური საშუალება და ამ სახით ოქრო გახდა ერთგვარი სოციალური ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა მონეტარული წესრიგის წამყვანი ძალები. ბრეტონ ვუდსის კონფერენციამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ოქროს ნაცვლად აშშ დოლარის სარეზერვო ვალუტად დამტკიცების შესახებ. 1971 წელს სურათი უფრო ნათელი გახდა, როგორც მოსალდონელი იყო ოქროთი უზრუნველყოფილი დოლარის სისტემამ კრახი განიცადა. ციფრულმა გარემომ ახალი ტიპის ფულის აღორძინება მისცა დასაბამი. ციფრული ფულის პიონერებად კრიპტოვალუტები მოგვევლინენ, რომელთაც შექმნეს დეცენტრალიზებული და გამჭვირვალე სისტემა ღირებულების გადახდისა და შენახვისათვის. როგორც ძველი გამონათქვამი ამბობს, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. 2021 წლიდან ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო ციფრული RMB საპილოტე პროგრამა. ადვილი მისახვედრია, რომ სახელმწიფო ცდილობს შეცვალოს ბაზრის მიერ განვითარებული ფულადი სისტემა (კრიპტოვალუტები) ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების მონოპოლისტური სისტემით. ნაშრომში ჩვენ გავარკვიეთ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის როგორც ფულადი ერთეულის გავლენა საცალო საბანკო სერვისებზე და ვაჩვენეთ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შეუთავსებლობა ნაწილობრივი დარეზერვების სისტემასთან.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Bank of England (2018). Staff Working Paper No. 724. Broadening narrow money: monetary policy with a central bank digital currency.
  2. Bank of international settlement. (2020). Quarterly Review, March. The technology of retail central bank digital currency.
  3. Fernández-Villaverde Jesus, (2020). “Central bank digital currency: Central banking for all?”. Review of Economic Dynamics.
  4. Friedman M, (1991). “The Island of Stone Money”. Working Papers in Economics, no. E-91-3. Stanford, California: Hoover Institution
  5. Hayek F.A. (1976). “Choice in Currency”. The institute of economic affairs. Great Britain. ISBN 255 36078-9
  6. Jordan Thomas J. (2018). “How money is created by the central bank and the banking system”. Swiss National Bank. Zurich.
  7. Khidasheli M, Chikhladze N, (2019). “Financial system stability threats after 2008 anti-cyclical policies”. Social science bulletin. Daugavpils University. Latvia.
  8. Rothbard Murray N, (1994). “The case against the fed”. U.S. Library of Congress Catalog Card Number: 94-073591