რეფინანსირების განაკვეთი და მისი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე კოვიდ-პანდემიის პირობებში

ავტორები: რამინ ცინარიძე, ლაშა ბერიძე, ლევან ცეცხლაძე

საკვანძო სიტყვები: პანდემია; მონეტარული პოლიტიკა; რეფინანსირების განაკვეთი; ინფლაცია.

J.E.L. Classification: E52, E58, G28

DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.03

ციტირებისათვის: ცინარიძე რ., ბერიძე ლ., ცეცხლაძე ლ., (2021). რეფინანსირების განაკვეთი და მისი ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე კოვიდ-პანდემიის პირობებში. ეკონომიკური პროფილი. №2(22), გვ. 27– 42. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.03

ანოტაცია.

მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების უმნიშვნელოვანესი და ძირითადი ინსტრუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეტაპზე რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა წარმოადგენს სადისკუსიო საკითხს, მაინც ქვეყნების უმრავლესობა ცდილობდა და ცდილობს მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტად კვლავ რეფინანსირების განაკვეთი გამოიყენონ. ეს მექანიზმი კიდევ უფრო აქტუალური და სადისკუსიო გახდა კოვიდ-პანდემიის პირობებში. საქართველოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ძირითად მონეტარულ ინსტრუმენტად აღიარებისა მიუხედავად, იგი სრულად მაინც ვერ ახდენს ინფლაციის, ეროვნული ვალუტისა გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთების კომპენსირებას. აღნიშნული ცნობილია, როგორც განუხორციელებელი ტრილემა, მაგრამ შესაძლებელია, ამ სამი ფაქტორიდან, რომელიმე ორის რეგულირება ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის გატარებით და მის საფუძველზე ქვეყნის ეკონომიკის ეტაპობრივი ზრდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას აქტიურად იყენებს ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისათვის, რაც არცთუ კარგად გამოსდის. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად ფასების მოთოკვის მცდელობა და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა კიდევ უფრო მეტი წნეხის მომტანი ხდება ბიზნესისთვის და მოსახლეობისათვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფინანსირების განაკვეთის დადგენის მეთოდოლოგია, რომელიც შეიძლება ითქვას საკმაოდ ბუნდოვანია. ზოგადად, უცხოური პრაქტიკა ცდილობს ასეთი საპროცენტო განაკვეთის დათვლის მეთოდოლოგიაში სხვადასხვა ფაქტორების ჩართვას.

აღნიშნული პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ნაშრომის მიზანია შეფასდეს რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე კოვიდ-პანდემიის პირობებში.

Open PDF File

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს სტატისტიკის სამსახური, ინფლაცია წლების მიხედვით, URL:https://www.geostat.ge/ka/modules/categories/26/samomkhmareblo-fasebis-indeksi-inflatsia; (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  2. საქართველოს ეროვნული ბანკი, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება თვეების მიხედვით, URL:https://nbg.gov.ge/monetary-policy/committee-decisions, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  3. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, URL:https://old.nbg.gov.ge/index.php?m=550, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  4. მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, 2021 წელი, I კვარტალი - URL:https://nbg.gov.ge/publications/monetary-policy-reports, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  5. მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, 2021 წელი, II კვარტალი - URL:https://nbg.gov.ge/publications/monetary-policy-reports, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  6. მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, 2020 წელი, მე-4 კვარტალი URL:https://nbg.gov.ge/publications/monetary-policy-reports, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  7. საქართველოს ეროვნული ბანკი, ინფლაციის თარგეთირება, URL:https://nbg.gov.ge/page/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  8. ხიდაშელი მ., (2017) საერთაშორისო ფინანსების თეორია. ქუთაისი.
  9. საქართველოს ეროვნული ბანკი, პროგნოზირებისა და მონეტარული პოლტიკის ანალზისის სისტემა - FPAS, URL:https://nbg.gov.ge/page/fpas%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  10.  ოპტიმალური სავალუტო რეჟიმი, URL:https://nbg.gov.ge/page/%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)
  11.  საქართველოს ეროვნული ბანკის საგანგებო ღონისძიებები COVID-19-თან დაკავშირებით, URL:https://nbg.gov.ge/page/covid-19, (ხელმისაწვდომი: 10.11.2021)