სტატიების მიღება და გამოქვეყნება ჟურნალში „ეკონომიკური პროფილი“ ხორციელდება აქ წარმოდგენილი წესებისა და პირობების მიხედვით.  სტატიის რედაქციაში გამოგზავნით ავტორი ადასტურებს, რომ თანახმაა ამ სამეცნიერო მასალების ღია წვდომით გამოქვეყნებაზე,  მათ შორის ინტერნეტში.

სტატიები ჟურნალში ქვეყნდება  ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების  თემატიკით განსაზღვრულ აქტუალურ საკითხებზე,  რეცენზიები, მოგონებები, მოსაზრებები.

მიღებული სტატია საექსპერტო შეფასებისათვის ეგზავნება რეცენზენტს. რეცენზირება ანონიმურია.  შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სტატიის დასახელების შესაბამისობა მის შინაარსთან; აქტუალობა; სამეცნიერო სიახლე; პრაქტიკული მნიშვნელობა; საკვანძო სიტყვების არჩევა; ანოტაციის შესაბამისობა სტატიის შინაარსისადმი; მასალის გადმოცემის ლოგიკა და ურთიერთკავშირი; დასკვნების ფორმულირება; მასალის გადმოცემის ხარისხი. რეცენზირების შედეგად მიიღება ერთ-ერთი გადაწყვეტილება: სტატიის გამოქვეყნების, გამოქვეყნებაზე უარის თქმის ან დასამუშავებლად დაბრუნების შესახებ. დაწუნებული სტატია ავტორს არ უბრუნდება.

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება ფასიანია – ერთი გვერდის ღირებულებაა 10 ლარი. სტატიის დასაბეჭდათ მიღების შემთხვევაში ავტორმა უნდა გადაიხადოს აღნიშნული თანხა მითითებულ რეკვიზიტებზე. ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და დოქტორანტებისათვის მოქმედებს შეღავათების სისტემა.

ჟურნალის საავტორო ეგზემპლარი ავტორს გაეგზავნება ფოსტით. საფოსტო გზავნილის ხარჯს ფარავს ავტორი. საფოსტო მისამართის არასწორად ან არასრულად მითითების ან საფოსტო გზავნილის უკან დაბრუნების შემთხვევაში ეგზემპლარი რედაქციაში ინახება 6 თვის განმავლობაში. ამ ვადაში ავტორს შეუძლია მისი გატანა. ვადის გასვლის შემდეგ ეგზემპლარი ხელმიუწვდომელი იქნება.

მოთხოვნები წარმოსადგენი სამეცნიერო სტატიის გაფორმებისადმი

  • ტექსტური რედაქტორი – Microsoft Word (ფორმულები Microsoft Office პაკეტი)
  • ფორმატი – A4
  • არეები – 2 სმ ყოველი მხრიდან
  • შრიფტი – Sylfaen, Times New Roman, Arial
  • შრიფტის ზომა – 12
  • სტრიქონთაშორისი ინტერვალი – 1,5
  • ორიენტაცია -Portrait, სიტყვების გადატანებისა და სქოლიოების გარეშე
  • სტატიის მოცულობა – მაქსიმუმ 15 გვერდი (ანოტაციების და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის ჩათვლით)
  • სტატია შეიძლება წარმოდგენილ იქნას როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ან რუსულ ენებზე.
  • წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული რომელიმე სამეცნიერო გამოცემაში
  • გრაფიკები, ცხრილები, ნახატები – შავ-თეთრი, ფერადი შიგა შეფერილობისა და ფონის გარეშე. დასაშვებია დაშტრიხვა. ცხრილებს, გრაფიკებს და სქემებს უნდა ჰქონდეს დასახლება და ნუმერაცია
  • ძირითად ტექსტში გამოყენებულ ლიტერატურაზე მითითებები ფორმდება შემდეგნაირად: [1, გვ. 195], [3, გვ. 20; 7, გვ. 68], სტატიაში გამოყენებული წყაროების რიგითობის მიხედვით.

სტატიის სტრუქტურა

  • ჟურნალის რუბრიკა, რომელსაც ესადაგება სტატია (ეკონომიკური თეორია და პოლიტიკა; დარგობრივი, რეგიონული და მუნიციპალური ეკონომიკა; მიკროეკონომიკა, მენეჯმენტი და მარკეტინგი; ფინანსები და ინვესტიციები; სტატისტიკა და აღრიცხვა; საერთაშორისო ეკონომიკა და გლობალიზაცია; ეკონომიკურ მოძღვრებათა და ეკონომიკის ისტორია; მართლმადიდებლობა და ეკონომიკა; მათემატიკური მეთოდები და ეკონომეტრიკა; ეკონომიკისა და ბიზნესის სამართლებრივი პრობლემები; რეცენზიები, მოგონებები, ახალი წიგნები)
  • სტატიის სათაური – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
  • ავტორის (ავტორთა) სრული  სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა  – ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
  • ავტორის (ავტორთა) საფოსტო მისამართი ინდექსის მითითებით,  ტელეფონი,  ელ-ფოსტა
  • ანოტაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე – მასში გადმოიცემა ძირითადი თემის დახასიათება, სტატიის მიზანი და შედეგები. აქვე უნდა მიეთითოს თუ რა სიახლეს შეიცავს ნაშრომი. მოცულობა 500-1000 სიტყვამდე თითოეულ ენაზე.
  • საკვანძო სიტვები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე – 7-12 თითოეულ ენაზე (გამოიყოფა მძიმეებით)
  • ძირითადი ტექსტი
  • გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი – ფორმდება მიღებული წესების დაცვით, წიგნის დასახელება შემდეგი თანმიმდევრობით – ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი, გვერდების რაოდენობა;  საჟურნალო სტატიისათვის – ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, სტატიის დასახელება, ჟურნალის დასახელება, წელი, ჟურნალის ნომერი.
  • გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე

სტატიას, რომელიც არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, რედაქცია არ მიიღებს განსახილველად