თქვენს წინაშეა ახალი ქართული ეკონომიკური ჟურნალი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საერო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელის – ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ დაფუძნდა.

   ყოველი ახალი წამოწყება წინააღმდეგობებითაა აღსავსე და ხშირად სკეპტიციზმისთვისაა განწირული. ასე იყო ამჯერადაც. სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ორგანოს დაფუძნება დიდი განსჯის, განხილვის, საკუთარი ძალების მოსინჯვის საგნად იქცა. ბოლო წლებში შევეჩვიეთ (თუ შეგვაჩვიეს), რომ ახალი, ეკონომიკური მიმართულების ორგანო, მითუფრო სამეცნიერო დანიშნულებისა, აუცილებლად დედაქალაქში უნდა შობილიყო.

   დამფუძნებელთან ერთად შევეცადეთ ამ ფსევდოტაბუირებული აზრის მსხვრევას და ჟურნალის პირველი ნომერიც ერთგვარ “საჯილდაო ქვად” წარმოვადგინეთ. მოგეხსენებათ, თანამედროვე პირობებში ქართული ეკონომიკური საზოგადოება არ არის განებივრებული სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის გამოცემებით, მითუფრო ისეთი პერიოდიკით, რომელიც გახდება რეფერირებადი, ჩაერთვება საერთაშორისო მიმოქცევაში, ექნება საკუთარი განახლებადი ვებგვერდი და დააკმაყოფილებს ამ ტიპის გამოცემებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

   ჩვენი ორგანოს პროფილს ცალსახად და ადექვატურად ასახავს მისი სახელწოდება. თუმცა ჩვენთვის სულაც არ იქნება უცხო საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ასახვა, ახალგაზრდა ეკონომისტების სტიმულირება და მათთვის საფიხვნოს დათმობა.

   „ეკონომიკური პროფილის“ ეკონომიკური პროფილიდან გამომდინარე საკმაო ტვირთს შევეჭიდეთ. გავიხსენოთ კვანტურ ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი მაქს პლანკი, რომელიც აღნიშნავდა, რომ მოღვაწეობა დაიწყო როგორც ეკონომისტმა, მაგრამ სირთულის გამო მიატოვა ეს პროფესია (თუმცა თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის პიონერმა ბერტრან რასელმა განაცხადა, რომ მან ეკონომიკური თეორიის შესწავლა მისი სიმარტივის გამო მიატოვა).

მთავარი რედაქტორი:

kakulia

რევაზ კაკულია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

პასუხისმგებელი რედაქტორი:

 niko

ნიკო  ჩიხლაძე

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

სარედაქციო კოლეგიის წევრები:

 iasha

 იაკობ მესხია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

 avtandilsilagadze ავთანდილ  სილაგაძე

ეკონომიკის  მეცნიერებათა  დოქტორი, პროფესორი,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი

ეკონომიკის  მეცნიერებათა  დოქტორები,  პროფესორები:

 evgeni baratashvili ევგენი ბარათაშვილი
 basaria რევაზ ბასარია
 rezomanvelidze რევაზ მანველიძე
 mekvabishvili ელგუჯა მექვაბიშვილი
 gedevan xelaia გედევან ხელაია
 giorgigavtadze გიორგი ღავთაძე
 liaeliava ლია ელიავა
 archvadzeioseb იოსებ არჩვაძე

აკადემიური  დოქტორები, ასოცირებული პროფესორები:

 akaki bakuradze აკაკი ბაკურაძე
 bakhtadze ლელა ბახტაძე
 naira virsaladze ნაირა ვირსალაძე
 guram uflisashvili გურამ უფლისაშვილი
 xatuna shalamberidze ხათუნა შალამბერიძე
 goderdzi_shanidze გოდერძი შანიძე
 vaja gurabanidze ვაჟა გურაბანიძე

სარედაქციო  კოლეგიის  უცხოელი  წევრები,  პროფესორები:

OLYMPUS DIGITAL CAMERA ტიმო ლინკოლა (ფინეთი)
 mashegov petr პეტრე მაშეგოვი (რუსეთი)
 sergei lukin სერგეი ლუკინი (ბელორუსი)
 turyanskaya მარია ტურიანსკაია (უკრაინა)

დამფუძნებელი:

 unik-xedi

ქუთაისის უნივერსიტეტი

www.unik.edu.ge